11.5 C
London
პარასკევი, ივნისი 5, 2020

ლუის სუარესი ჭორებს უარყოფს: ვრჩები!

- Advertisement -
- Advertisement -

რეალის” მიერ ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგებამდე იწერებოდა უცხოურ გამოცემებში, რომ “სამეფო კლუბს” თავდასხმის გაძლიერება ჰქონდა დაგეგმილი. მადრიდელთა უპირველესი არჩევანი კი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. “ლოს ბლანკოსი” ლუის სუარესის შეძენას ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ ინგლისელები ვერაფრით აცდუნა. შარშან დეკემბერში კი 27 წლის ურუგვაელმა “ლივერპულთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საუბრები თავდამსხმელის სავარაუდო ტრანსფერზე წელს კიდევ ერთხელ დაიწყო. ითქვა, რომ პირინეელები 100 მილიონი ფუნტის გადახდაზეც კი ყაბულს იყვნენ. ფეხბურთელს, ვინც ამჟამად ნაოპერაციებ მუხლს მკურნალობს, სპეკულაციები ყელში ამოუვიდა და განაცხადა, რომ “ენფილდიდან” წასვლაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს; მეტიც, მომდევნო სეზონში მას მერსისაიდელთა ჩემპიონობის იმედი აქვს. შეგირდის პოზიციას იზიარებს “წითლების” თავკაცი ბრენდან როჯერსიც. ზემოთ სუარესის ტრავმა ვახსენეთ. ამ თემაზე უფრო ვრცლად ახლა მოგახსენებთ: ურუგვაელთა სამედიცინო შტაბი ერთმნიშვნელოვნად ჯერაც არ ადასტურებს, შეძლებს თუ არა სამხრეთამერიკელთა უმთავრესი ვარსკვლავი მუნდიალზე ასპარეზობას. “სუარესის ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესზე ოპერაციის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკვე მოგახსენეთ. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ჩემპიონატზე ლუისის თამაში ნამდვილად არ არის გამორიცხული. ამ ეტაპზე ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული თარიღის დასახელება უმადური საქმე იქნებოდა, რადგან 100%-ით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. ისე, პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. გართულებას არ ველოდებით. თავად ფეხბურთელი შესანიშნავ განწყობაზეა. მისი თქმით, თავს სულ უფრო უკეთესად გრძნობს, რადგან ტკივილი თითქმის გაქრა”, – განაცხადა ნაკრების სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა ალბერტო პანამ.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here