15.8 C
London
სამშაბათი, მაისი 26, 2020

იმედია, ამ ორ არაბულ ნაკრებთან მოვიგებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს ნაკრებმა 23 მაისს ესპანეთში შეკრება დაიწყო და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 29 მაისს, ესპანეთის ქალაქ ხერესში, “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდებიან, 3 ივნისს კი, უკვე შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს დაუპირისპირდებიან.

ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძეც გამოიძახა, რომელიც სეზონში გატანილი 10 გოლით გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა.

“ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო – ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. ვიცე-ჩემპიონები გავხდით, მე კი საკმაოდ ბევრი გავიტანე; პლუს ამას, მეტოქეთა კარი ევროპის ლიგაზეც ავიღე და, რაც მთავარია, ნაკრებშიც მიძახებენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია”, – ამბობს ცხადაძე.

წლეულს კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” დიდი ნახტომი გააკეთა. 7 ტურის შემდეგ ბოლოდან მეორე ადგილზე იყო, ჩემპიონატი კი ვერცხლის მედლით დაასრულა: 

“არ ვიცი, დასაწყისში ასეთი ჩავარდნა რას მივაწერო, მაგრამ ფაქტია, რომ 7 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგება გვქონდა. იყო ლაპარაკი, რომ ზამთარში გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდებოდა, კახას წასვლას კი ლამის გადაწყვეტილად თვლიდნენ. 

ისე, მამაჩემს თავადაც სურდა გარემოს შეცვლა, ერთ კლუბში უკვე მეხუთე წელია მუშაობს, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავი იყო, რომ სეზონი ღირსეულად გაგვეგრძელებინა და გუნდში დავილაპარაკეთ. მერე ყველა შეხვედრაზე ისე გავდიოდით, როგორც უკანასკნელზე, როგორც ფინალის მატჩზე. 

შედეგად ის მოხდა, რომ ლიდერებში დავწინაურდით და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილის შანსიც გვქონდა. 

ამ ყველაფრის შემდეგ ვიცე-ჩემპიონობითაც კმაყოფილები ვართ. სეზონის ბოლო შეხვედრის შემდეგ, სანამ გასახდელში ხელმძღვანელობა შემოვიდოდა, ბიჭები მარტონი დავრჩით და ერთმანეთს მადლობა ვუთხარით, ამდენი რომ შევძელით”.

“ინტერიდან” წამოსვლას თავად ბაჩანა ცხადაძეც აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა: 

“არ დავმალავ, რომ მიუხედავად იმისა, მამაჩემი დარჩებოდა თუ არა მთავარ მწვრთნელად, პირადად მე ისრაელიდან და პოლონეთიდან საინტერესო შემოთავაზებები მქონდა და წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ავწონ-დავწონე და ახალი კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე. 

აზერბაიჯანს საკმაოდ კარგად შევეწყვე, ჩემპიონატის დონეც გაიზარდა და თავს კარგად ვგრძნობ. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ შევთანხმდით, როცა კახას წასვლაზე იყო ლაპარაკი”.

სანაკრებო შეკრებამდე დარჩენილი ერთი კვირა ცხადაძე არ გაჩერებულა: 

“ხომ იცით, სეზონის დასრულების შემდეგ ყველა ფეხბურთელს ერთი სული აქვს, როდის დაისვენებს, სახლში დაბრუნება და მონატრებული ადამიანების ნახვა სურს… 

მაგრამ ნაკრებში გამოძახებულს დასვენების უფლება არ მქონდა. თავად ვიყავი დაინტერესებული, შეკრებაზე ფორმაში მყოფი რომ ჩავსულიყავი. ამიტომ თბილისშიც არ გავჩერებულვარ. 

იმედია, ამ ორ არაბულ ნაკრებთან მოვიგებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ”. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here