ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home სპორტი ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა, შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს

ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა, შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს

ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა, შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს

ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს. როგორც “ინტერპრესნიუსს” დათუნაშვილმა განუცხადა, “სერბები ყველანაირად ეხმარებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს”.

“2 კვირის წინ სერბეთში ვიყავი ჩასული და შეკრებაც გავიარე სერბებთან ერთად. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და ვნახოთ… მე ვარჯიშს ვაგრძელებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლება მაქვს, გეგა გეგეშიძესთან (საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი) მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არც ერთ შეჯიბრზე არ გამოვსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რომელიც სწორედ გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ მივიღე”, – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავის მხრივ, დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა გეგეშიძე პოსტზე ამ დრომდე რჩება.

www.ipn.ge

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები