“LadyGoga”- Hollywood-ის მსახიობმა გოგა ბითაძის სახელით Twitter-ზე გვერდი შექმნა [PHOTO]

ჰოლივუდის მსახიობმა დევიდ ფათერნიკმა გოგა ბითაძის სახელით Twitter-ზე გვერდი შექმნა და უკვე 1600-ზე გამომწერი ჰყავს. გვერდზე  სახუმარო შინაარსის ტექსტები იწერება.

ერთ-ერთი პოსტში ფათერნიქმა “ინდიანა პეისერსის” ახალგაზრდა ცენტრი  პოპვარსკვლავ ლეიდი გაგასაც შეადარა.

Sportall.Ge

თავად ბითაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და არც ერთი პოსტის გამო არ გაბრაზებულა.

“მე თვითონ არ ვიყენებ თვითერს, თუმცა აღნიშნული გვერდის რამდენიმე პოსტი მაჩვენეს და მინდ ვთქვა, რომ რაც ვნახე მართლა სასაცილო იყო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მსგავსი შინაარსის გვერდთან, მთავარია წითელი ხაზები არ გადაკვეთონ”- აღნიშნა ქართველმა ცენტრმა.

სანამ მსახიობი ოხუნჯობით არის დაკავებული, გოგა “ინდიანასთან” ერთად NBA-ის ახალი სეზონისთვის ემზადება.

მომზადებულია usatoday-ის მიხედვით

You may have missed