რუსეთში ჰოკეისტი ავტომატით დაასაჩუქრეს

რუსეთის იჟევსკის “იჟსტალის” ჰოკეისტთა გუნდის საუკეთესო მოთამაშე ყოველი მატჩის შემდეგ ავტომატით დაჯილდოვდება.

პირველი ავტომატი (АК-47) მეკარე საველი კონონოვს გასახდელში მწვრთნელმა გადასცა.

იჟევსკში “კალაშნიკოვის” ავტომატების ქარხანაა, ამ ქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა სასროლი იარაღის კონსტრუქტორი მიხაილ კალაშნიკოვი, მალე მისი დაბადებიდან 100 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავენ და ჰოკეისტთა დაჯილდოვება ამ ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება.

You may have missed