მარსელინიო: ესპანეთის თასის მოგების გამო მომხსნეს

0
5

მწვრთნელმა მარსელინიომ Goal-თან “ვალენსიადან” დათხოვნის მიზეზი განმარტა:

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩემი მოხსნის მიზეზი ესპანეთის თასის მოგებაა.

მთელი სეზონის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელობისგან პირდაპირი და ირიბი შეტყობინებები მოდიოდა, რომ თასზე წინსვლა შეგვეჩერებინა. ჩვენ და გულშემატკივრებს კი ტურნირზე გამარჯვება გვინდოდა.

არ მითხრეს, თუ რატომ არ სურდა ხელმძღვანელობას თასის მოგება. ალბათ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვანი ტურნირია და ამის გამო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე შეიძლებოდა პრობლემა შეგვქმნოდა.

კლუბის მფლობელს გამარჯვება არ მოულოცია. როდესაც სინგაპურში ჩავედი, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მომილოცეს, თასის მოგება – არა.

ძნელია “ვალენსიას” მწვრთნელობა. გამიმართლა, რომ ფანებმა თბილად მიმიღეს. ვამაყობ, რომ ორი წლის შემდეგ ასევე თბილად გამაცილეს და ამას არ დავივიწყებ. იქ ძალიან ბედნიერი ვიყავი და განუმეორებელი მომენტები განვიცადე”.