14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

ჩემპიონთა ლიგა. II ტური: სუარესის და სალაჰის დუბლები – “ბარსელონას” და “ლივერპულის” მძიმე გამარჯვებები [VIDEO]

- Advertisement -
- Advertisement -

2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

E ჯგუფი

“ლივერპული” “ზალცბურგთან” 3:0 დაწინაურდა და თითქოს მეტოქეს საქმეც მოუთავა, მაგრამ ავსტრიულმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ “ლივერპულს” 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ამ ტურნირზე საკუთარ მოედანზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. თუმცა, მალე სალაჰმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

სალაჰმა “ლივერპულში” 77 გოლი გაიტანა. რაც 2017 წელს “წითლებში” გადავიდა, ტოპ 5 ლიგებში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მესიმ (ბარსელონა – 96) და ლევანდოვსკიმ (ბაიერნი – 95) გაიტანეს.

“ლივერპულმა” უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 3 გოლი 2014 წლის 22 ოქტომბერს გაუშვა – “რეალთან” 0:3 წააგო.

ლივერპული. “ენფილდი”

ლივერპული – ზალცბურგი 4:3

გოლები: 1:0 მანე (9), 2:0 რობერტსონი (25), 3:0 სალაჰი (36), 3:1 ჰვანგი (39), 3:2 მინამინო (56), 3:3 ჰოლანდი (60), 4:3 სალაჰი (69)

გენკი. “ლუმინუს არენა”

გენკი – ნაპოლი 0:0

F ჯგუფი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე 250-ე შეხვედრა ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა კიდეც. დებიუტში ანგარიში მარტინესმა გახსნა. ის “ნერიაძურის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 1970 წლის შემდეგ “კამპ ნოუზე” გოლი გაიტანა. მასპინძლებმა მაინც მოახერხეს სუარესის დუბლით გამარჯვების მოპოვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი თამაშით არ გამოირჩევა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და თავისი გუნდის ბომბარდირია.

მილანურმა გუნდმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ბარსელონა. “კამპ ნოუ”

ბარსელონა – ინტერი 2:1

გოლები: 0:1 მარტინესი (2), 1:1 სუარესი (58), სუარესი (85)

პრაღა. “სინობო”

სლავია – დორტმუნდი 0:2

გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), ჰაკიმი (89)

G ჯგუფი

ლაიპციგი. “რედ ბული”

ლაიპციგი – ლიონი 0:2

გოლები: 0:1 დეპაი (11), 0:2 ტერე (65)

“ზენიტმა” მოულოდნელად ადვილად მოუგო სახლში “ბენფიკას” და 4 ქულით ჯგუფში გალიდერდა.

პეტერბურგი. “სენტ-პეტერბურგი”

ზენიტი – ბენფიკა 3:1

გოლები: 1:0 ძიუბა (21), 2:0 დიასი (70), 3:0 აზმუნი (78), 3:1 დე ტომასი (85)

H ჯგუფი

“არისტოკრატები” აბრაჰამმა დააწინაურა, რომელმაც ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა, თუმცა სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში. 78-ე წუთზე კი ვილიანმა, რომელმაც “ჩელსიში” მე-300 მატჩი ჩაატარა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლილი. “პიერ მორუა”

ლილი – ჩელსი 1:2

გოლები: 0:1 აბრაჰამი (22), 1:1 ოსიმჰენი (33), 1:2 ვილიანი (78)

“აიაქსმა” გასვლაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “ვალენსიასთან” და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამსტერდამულმა გუნდმა ესპანური გუნდები ბოლო ორ მატჩში საერთო ანგრიშით 7:1 დაამარცხა (მარტში “რეალს” 4:1 მოუგო), იქამდე კი 13-დან 11 მატჩი წააგო.

ვალენსია. “მესტალია”

ვალენსია – აიაქსი 0:3

გოლები: 0:1 ზიეში (8), 0:2 პრომესი (34), 0:3 ვან დე ბეკი (67)

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news