14.7 C
London
ორშაბათი, მაისი 25, 2020

„ჩელე“ 64 წლისაა

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ თავდამსხმელს, რევაზ ჩელებაძეს, დღეს, 2 ოქტომბერს, 64 წელი შეუსრულდა. ასეთი ქარიზმატული მოთამაშე ქართულ ფეხბურთს იშვიათად თუ ჰყოლია. ამიტომაც შეარქვეს სახალხო ფეხბურთელი. რას აღარ ეძახდნენ: ჩელე-პელეო, ჩელინიოო, ჩელემბაროო…

მთლად ძირითადის ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მინდორზე მის ყოველ გამოჩენას მაყურებელი დიდი ოვაციით ხვდებოდა. ძალიან უყვარდათ. იცოდნენ, რაღაცას ისეთს გააკეთებდა, სხვას რომ არ მოაფიქრდებოდა.

მისი პენალტები ხომ საოცრება იყო. ძალიან ნელა დაარტყამდა ერთ კუთხეში, მეკარე კი საპირისპირო მხარეს ხტებოდა. როგორ ახერხებდა ამას დღემდე გამოცანად რჩება. ამ დროს მთელი სტადიონი ხარხარებდა ხოლმე.

ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც 1978 წელს „დინამოს“ გაჩემპიონებისას ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ერთი ძირითად შემადგენლობასთან ერთად, მეორე – დუბლიორებში.

ნათამაშები აქვს „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ. სულ კი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 7 მაჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში,“ თბილისის „დინამოში,“ ლანჩხუთის „გურიასა“ და ბათუმის „დინამოში.“

ორჯერ მოიგო საბჭოეთის თასი (1976, 1979) და 1981 წელს თასების თასის მფლობელიც გახდა.

1980 წელს, ალექსანდრე ჩივაძესთან და თენგიზ სულაქველიძესთან ერთად, მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო წლებში ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი და ამავდროულად საფეხბურთო აგენტია. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი ჯანო ანანიძეა. „შუქურას“ სტადიონს კი „ჩელე-არენა“ ჰქვია.

„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს მას საყვარელ ოჯახთან ერთად!

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news