14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

“არანაირი კონფლიქტი… თამაში მომენატრა!” – ტრავმა, ნაკრები და მომავალი… ინტერვიუ საბა კვირკველიასთან

- Advertisement -
- Advertisement -

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველ საბა კვირკველიას ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში თითქმის არ უთამაშია.

როგორც თავად გვეუბნება, მან ახლა ტრავმა სრულიად მოირჩინა და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე დღეში “ლოკომოტივი” მოსამზადებელ ეტაპზე სოჩაში გაფრინდება და საბა ამბობს, რომ ეს შეკრება ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნებაო…

Sportall.ge ფეხბურთელს მოსკოვში დაუკავშირდა და გულშემატკივარისთვის საინტერესო თემებზე გაესაუბრა.

– პირველ რიგში გკითხავთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა… მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში საერთოდ არ გიასპარეზიათ…

– ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე ეს მე და საერთოდ ყველას ეგონა. ორი კვირაა სრულფასოვანი ვარჯიში დავიწყე და ბოლომდე ვიტვირთვები.

ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ არის.

– ამბობთ, რომ ტრავმა გაქვთ, მაგრამ განაცხადში თითქმის ყოველთვის ხვდებით…

– ჩემპიონატის განაცხადში 23 ფეხბურთელი უნდა იყოს და მეც იქ ვიყავი. მწვრთნელი სათადარიგო სკამზე მსვამდა, რადგან ტრავმა ბოლომდე არ მქონდა მორჩენილი და მას გარისკვა არ უნდოდა.

– იყო იმის შესახებ მოსაზრება, რომ შესაძლოა, იური სიომინთან კონფლიქტი გაქვთ…

– არანაირი კონფლიქტი არავისთან არ მაქვს. უბრალოდ, ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ ღმერთის წყალობით უკვე მოვირჩინე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე დავბრუნდე.

– “ლოკომოტივის” მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებდით?

– გუნდი საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და “იუვენტუსთან” სახლში წასაგები შეხვედრა ნამდვილად არ გვქონია.

გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ეხლა 10-ში “კრასნოდართან” პრინციპული მატჩი გვაქვს და ამისთვის ვემზადებით.

– საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ასპარეზობას როგორ შეაფასებდით… გიბრალტართან ძლივს მოგებულ შეხვედრას დიდი კრიტიკა მოჰყვა… თქვენ კი უკანასკნელ ორ მატჩში ვლადიმერ ვაისმა მხოლოდ ერთი წუთი გათამაშათ.
– დიდ მადლობას გადავუხდი იმ ყველა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩემზე ნერვიულობს, მაგრამ დავბრუნდები, აბა, სად წავალ?! ყველაზე მეტად მე მომენატრა თამაში კლუბშიც და ნაკრებშიც.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ტრავმა მქონდა და ნაკრების მწვრთნელმა მაინც გამომიძახა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

– “ლოკომოტივს” ძალიან ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს და საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოგიწევთ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის ბრძოლა…

– “ლოკომოტივს” ყოველთვის საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავდა. კონკურენცია, რომ არ იყოს წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, რადგან “ლოკომოტივი” ძალიან დიდი კლუბია. მთავარია, რომ ფორმაში შევიდე.

უკვე ვახსენე 10 ნოემბრის თამაში, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენებთ და შემდეგ სოჩაში გავფრინდებით 8 დღით და ორჯერადი ვარჯიშები გვექნება.

ეს შეკრება ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ფორმაში შესასვლელად. მოგეხსენებათ, ორჯერადი ვარჯიშები იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და 100%-ით მზადა არაა, ფორმაში შესასვლელად ბრწყინვალე გამოსავალია.

– ხვიჩა კვარაცხელიაზეც შეგეკითხებით, რატომ არ დარჩა ის “ლოკომოტივში”?
– შემიძლია “კვარაზე” მხოლოდ ის ვთქვა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი და პროფესიონალია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და “ლოკომოტივში” რა მოხდა და რატომ არ დარჩა ეგ უკვე არ ვიცი.

– გასულ ზაფხულს იწერებოდა, რომ “ლესტერის” ვარიანტი გქონდათ, რა ხდება ახლა…

– ჩემი ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი. ახლა ჩემი მთავარი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მოედანს დავუბრუნდე!

მე მყავს მენეჯერი მამუკა ჯუღელი, რომელიც ამავდროულად ჩემი მეგობარიცაა. ის წყვიტავს ტრანსფერს და მე ამ აბავში არ ვერევი.

მოედანზე უნდა დავბრუნდე და ყველას უნდა დავუმტკიცო, რომ ისევ ის ძველი საბა ვარ! რა ინტერესები იქნება ჩემს მიმართ კი მხოლოდ ჩემს თავზე და ჩემს ასპარეზობაზეა დამოკიდებული.

– ბოლოს კვლავ საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ. ბელარუსთან თამაში ახლოვდება და მოლოდინი გულშემატკივარში უფრო და უფრო იზრდება…

– ამ მატჩს მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრით ძალიან ბევრი რამ გაირკვევა ქართული ფეხბურთის მომავალზე. მთავარია, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ და ფეხბურთელები ჯანმრთელად გვყავდეს.

ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ქართველ გულშემატკივარს ავუხდინოთ ის ოცნება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჰქვია!

ლაშა ბეგიაშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news