NBA. რეგულარული: ბითაძის ტვინის შერყევა, ლილარდის 60 (!) ქულა და დონჩიჩის სამმაგი დუბლი

0
12

9 ნოემბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის “ინდიანამ” შინ “დეტროიტს” 112:106 სძლია. სამწუხაროდ ქართველ ცენტს ტრავმა და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ბითაძეს ტვინის შერყევა აქვს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუბრუნდება პარკეტს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა დეტროიტელმა ლუკ კენარდმა ჩააგდო. “პისტონსიდან” კი საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 17 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა აქტივში.

“გოლდენ სტეიტმა” მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად “უორიორსი” სტუმრად “მინესოტასთან” ოვერტაიმში 125:119 დამარცხდა. ეს “გოლდენ სტეიტის” მე-7 მარცხია 9 შეხვედრაში.

დიანჯელო რასელმა 52 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. რასელის მონაგარმა სამწუხაროდ “უორიორს” გამარჯვება ვერ მოუტანა და ვერც თანაგუნდელებმა აუბეს მხარი.

აი “მინესოტაში” კი 40 ანდრე უიგინსი გამოირჩა, ხოლო არკლ-ენტონი თაუნსმა 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

“დალასი” შინ “ნიუ იორკთან” ანგარიშით 102:106 დამარცხდა. ლუკა დონჩიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა – სლოვენიელმა 38 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ 38 ქულა დონჩიჩის ყველაზე მაღალი მაჩვენებებელია, რაც NBA-ში ჩაუგდია.

“ბრუკლინ ნეთსმა” სტუმრად “პორტლენდ” 119:115 სძლია. აღსანიშნავია, რომ დემიენ ლილარდა 60 (!) ქულა ჩააგდო. ეს ლილარდის პირადი რეკორდია – მან 40 წუთში თამაშიდან 33-ჯერ ისროლა, საიდანაც 19 ჩააგდო

“ბრუკლინიდან” სპენსერ დინვიდიმ 34 ქულა, ხოლო კაირი ირვინგმა 33 ქულა ჩააგდეს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო-მემფისი 118:86

ვაშინგტონი-კლივლენდი 100:113

ატლანტა-საკრამენტო 109:121

დენვერი-ფილადელფია 100:97

იუტა-მილუოკი 103:100

ლეიკერსი-მაიამი 95:80

ნიუ ორლეანი-ტორონტო 104:122