“ტიტებმა” სუპერლიგის მე-3 გამარჯვება “დინამოსთან” მატჩში იზეიმა

0
5

სუპერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი გუნდები – დინამო და ტიტები დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე თითო წაგება ჰქონდა და გამარჯვებული ცხრილში მოწინავე ადგილს ინარჩუნებდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის გამარჯვებული ბოლო წუთებამდე უცნობი იყო.

ორივე გუნდი საკმაოდ სწრაფად თამაშობდა, თუმცა ტექნიკური წუნისა და აცილებული ბურთების გამო ანგარიში ნელი ტემპით იზრდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა საიმედო ლიდერობის მოპოვებას. პირველი პერიოდი დინამოელებმა 23:19 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ტიტების უპირატესობით 23:16 დასრულდა. თანაბარი თამაში მესამე პერიოდშიც გაგრძელდა და

მოატანა გადამწყვეტმა ათწუთეულმა, რომლის დასაწყისშიც ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი ტიტები 9 ქულით გალიდერდა, რაც გუნდური თამაშისა და გუნდის მსროლელის – ლუკ მეიერის დამსახურება გახლდათ. სამქულიანებისა და სწრაფი, შედეგიანი გარღვევების ხარჯზე მეიერმა ტიტებს ხელი ძალზედ წააშველა. აღნიშნულ მომენტში გამოსარჩევია ასევე თეიმურაზ ბაბუნაშვილის, რიჩარდ მათიაშვილისა და ახალგაზრდა ზაურ ჯანელიძის გონივრული გარჯა.

დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით შეხვერის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს, რა დროსაც გუნდის მწვრთნელი, მუჰამედ ტაჩი ერთ ეპიზოდში ნერვებს აჰყვა, მსაჯებიგან ზედიზედ 2 ტექნიკური დაიმსახურა და თამაში დატოვა. დარჩენილ დროში ტიტებს აღარ გასჭირვებიათ თამაშისსასურველ შედეგამდე მიყვანა და მიდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

ტიტებში 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკ მეიერი. 18 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე, დემიელ უილიამსი კი გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა. დინამოში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ტაილერ უილიამსი, 13 ქულა ლუკა ბულაშილმა მოაგროვა, ხოლო სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე 11-11 ქულა-მოხსნა დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით