13.5 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

- Advertisement -
- Advertisement -

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. აბაზოვი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ის არავის დაუნიშნავს და პრეზიდიუმმა, რომელიც სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან შედგება, თავისი სურვილით აირჩია.

On.ge-ს კითხვაზე, რამდენად მართებულად მიაჩნია ყოფილ მერს არსებული ბრალდების ფონზე ეს თანამდებობა და რა რეაქციას ელოდება საზოგადოებისგან, ის პასუხობს:

“მე შემიძლია გვერდში დავუდგე და დავეხმარო სპორტს, მესმის სპორტი, სპორტით ვარ დაკავებული, დროც მაქვს ამის, აქედან გამომდინარე უარი ვერ ვუთხარი სპორტსმენებს. უნდოდათ და ამირჩეს მიუხედავად იმისა რომ ბრალდებული ვარ”.

თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დამდგარა. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ პირს აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. თავდაპირველად გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო.

თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. ის აცხადებდა, რომ ბინძური პროვოკაციების მსხვერპლია.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news