გაგამარუს აკუას დასამარცხებლად კვლავ ტრავმამ შეუშალა ხელი [VIDEO]

0
5

14 ნოემბერს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, კიუშუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-4 მარცხი განიცადა.

გაგამარუმ აკუა ტავარასთან მიიყვანა, თუმცა ისევ ტრავმის გამო მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, დამარცხდა. ქართველი ფალავნის ბალანსი ტუნირზე 1:4-ზეა.

თეიმურაზ ჯუღელი ნოემბრის ბაშოზე ჯიუროს მე-12 ნომერი გახლავთ და მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება სჭირდება აღნიშნულ ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად.

ტოჩინოშინი კი, სამწუხაროდ, ნეკნის მოტეხილობის გამო ნოემბრის ბაშოდან მოეხსნა.

ყველაფერი დამთავრდა… – ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ გამოვა