“მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე…” – ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი

0
3

ტოჩინოშინის ტრავმის მიღების დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძემ ტაკარაფუჯი დაამარცხა, თუმცა ეს გამარჯვება საბედისწერო გამოდგა.

ორთაბრძოლის მომენტში ნეკნი გაუტყდა და ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

“ქართული სუმოს ქომაგების” ინფორმაციით, გორგაძეს ნეკნი გაუტყდა არა დაცემის მომენტში, არამედ დაცემამდე, იაპონელი მეტოქის გდებაზე წამოღებისას…

“მარჯვენა ხელი რომ ჩავავლე და ძალა დავატანე, ეტყობა, მუცლის კუნთები შემეკუმშა, ეს შეკუმშული კუნთები ნეკნებს მიაწვა და გატეხა” – უთხრა “ქართული სუმოს ქომაგებს”.

ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოზე 2-13 ბალანსი დაუფიქსირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოსთვის ქართველი ფალავანი საგრძნობლად დაქვეითდება და დაახლოებით მეოთხედან მერვე მაეგაშირამდე პოზიციაზე აღმოჩნდება.