ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home სპორტი გიორგი შერმადინის ჩინებული გარჯა ჩემპიონთა ლიგაზე

გიორგი შერმადინის ჩინებული გარჯა ჩემპიონთა ლიგაზე

გიორგი შერმადინის ჩინებული გარჯა ჩემპიონთა ლიგაზე

ესპანური „იბეროსტარ ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულ ასპარეზობას აგრძელებს და C ჯგუფში უკვე მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო. გიორგი შერმადინის გუნდმა საკუთარ კედლებში გერმანული „ბამბერგი“ მიიღო და გამარჯვება არ გასჭირვებია – 82:64.

ესპანელთა თავკაცმა ლიდერების დასვენება გადაწყვიტა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის წინ და გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 23:59 წუთი მაინც ითამაშა. ქართველმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ 12-და 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტით გიორგის ორივე გუნდის რიგებში თანაგუნდელმა მარსელინო უერტასმა აჯობა (18), რომელმაც 6 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 19 ქულით კი, შერმადინი „ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ მთლიანად მატჩში გერმანელთა წევრ კრისტიან შენგფელდერს (20 ქულა) ჩამორჩა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჯგუფში უკლებლივ შვიდივე მატჩი მოგებული აქვს და ცხადია, ლიდერია. მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, რუსეთში, „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები