ნიკოლა ამორუზო: ერთი თვეა რონალდო მოედანზე დაბორიალობს

0
12

“იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ ტურინელთა თავდამსხმელი რონალდო გააკრიტიკა.

“უკვე ერთი თვეა, რაც მოედანზე დაბორიალობს, მეტად აღარ დახტის და კარშიც კი ვერ არტყამს ბურთს.

უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ თავს გამოუტყდე – განსაზღვრულ ასაკში თამაშზე უფრო მნიშვნელოვანი დასვენებაა.

კრიშტიანოს მართვა ძნელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ისევ შეუძლია სასარგებლო იყოს”, – ციტირებს ამორუზოს Calciomercato.