გვარდიოლა: „ამბობენ, „სიტი“ საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშაო. ვნახოთ“

0
4

გვარდიოლა: „ამბობენ, „სიტი“ საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშაო. ვნახოთ“

პრემიერლიგის მე-15 ტურში, „ბარნლისთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (4:1), „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ჩვენ ძალიან ბევრი პასი გავაკეთეთ და ეს საჭირო იყო. პრველ ტაიმში მეტოქეს მხოლოდ ერთი შანსი მივეცით. ჯამში კარგად ვმოძრაობდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

გაბრიელ ჟეზუსმა ორი გოლი გაიტანა და ძალიან მიხარია. ის საოცარი მებრძოლია. სწორედ ამას მოვითხოვ მისგან – აგრესიას. მნიშვნელოვანია მენტალიტეტი, ოსტატობის მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა.

კარგი იყო როდრიც. ის ჩინებულად ადის დაცვიდან თავდასხმაში.

რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს. ამბობენ, „სიტი“ ტიტულისათვის ბრძოლას გამოეთიშაო. ჩვენ კი შემდეგ მატჩებზე ვფიქრობთ. დეკემბერი დადგა და ახლა თამაში თამაშს მიჰყვება. საგიჟეთი დაიწყრბა. ვნახოთ.“ – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

წუხანდელი გამარჯვების შემდეგ, „სიტიმ“ 32 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილზეა.