კოპა ამერიკას კენჭისყრა გაიმართა

0
2

ჩატარდა კოპა ამერიკას წილისყრა, რომელიც 2020 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება.

A ჯგუფი: არგენტინა, ავსტრალია, ბოლივია, ურუგვაი, ჩილე, პარაგვაი

B ჯგუფი: კოლუმბია, ბრაზილია, ყატარი, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ

სამხრეთამერიკული ნაკრებების გარდა ტურნირზე მონაწილეობას ავსტრალია და ყატარი მიიღებენ.

თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში 4-4 საუკეთესო გავა და ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

გახსნის მატჩში არგენტინის ნაკრები ჩილეს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში ჩატარდება.