რონალდო: ჩემი და მესის მეტოქეობა მხოლოდ იწყება

0
6

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ მეექვსედ მოიგო “ოქროს ბურთი”, რამაც ლამის დამთრგუნველად იმოქმედა ამ პრიზის ხუთგზის მფლობელ “იუვენტუსის” ფორვარდ რონალდოზე.

თუმცა, 34 წლის პორტუგალიელი დანებებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

“დასრულდა თუ არა ჩემი და მესის მეტოქეობა? ის მხოლოდ იწყება”, – ციტირებს კრიშტიანოს El Chiringuito ტვიტერზე.