“ლივერპული” ნახევრადსარეზერვო შემადგენლობითაც ადვილად გაუსწოდა “ევერტონს”

0
3

4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში “ლივერპულმა” უპრობლემოდ სძლია “ევერტონს” 5:2.

“ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ალისონს, მოჰამედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს დასვენების საშუალება მისცა და მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა.

დივოკ ორიგიმ დუბლი შეასრულა, სადიო მანემ კი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ლივერპული” 43 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ “ლესტერს” 8 ქულით, ხოლო მესამეადგილოსან “მნჩესტერ სიტის” 11 ქულით უსწრებს და 7 დეკემბერს სტუმრად “ბორნმუთს” დაუპირისპირდება.

ლივერპული. “ენფილდი”. 53 094 მაყურებელი

ლივერპული – ევერტონი 5:2

გოლები: 1:0 ორიგი (6), 2:0 შაქირი (17), 2:1 კინი (21), 3:1 ორიგი (31), 4:1 მანე (45), 4:2 რიშარილსონი (45+3), 5:2 ვეინალდუმი (90)