პსჟ-მა “ნანტი” დაამარცხა – ნეიმარმა პენალტი გაიტანა

0
1

4 დეკემბერს, ლიგა 1-ის მე-16 ტურში პსჟ-მა სახლში “ნანტს” 2:0 მოუგო.

სტუმრებმა მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მბაპემ მასპინძლები წინ გაიყვანა.

85-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყდა.

“პარი სენ ჟერმენი” ლიდერია, მეორეადგილოსან “მარსელს” 5 ქულით უსწრებს, თან 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 დეკემბერს გასვლაზე “მონპელიეს” დაუპირისპირდება.