ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home სპორტი გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატზე ისევ მოიგერია პენალტი

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატზე ისევ მოიგერია პენალტი [VIDEO]

პორტუგალიის ჩემპიონატზე ისევ გამოიჩინა თავი მეკარე გიორგი მაკარიძემ.

მე-15 ტურში მაკარიძის “ვიტორიამ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “ავეში” და გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩვენებურმა შეიტანა.

52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გიორგიმ ირანელი თავდამსხმელის, მეჰრდად მოჰამადის თერთმეტმეტრიანი აუღო, ამის შემდეგ მასპინძლებმა გოლი გაიტანეს და მოიგეს.

ეს ამ სეზონში მაკარიძის მიერ მოგერიებული მეორე პენალტია – 10 ნოემბერს მან 11-მეტრიანიდან გოლი თავის ყოფილ გუნდს, “რიუ ავეს” არ გაატანინა.

“ვიტორია” 19 ქულით მე-7 ადგილზეა და 22 დეკემბერს “ბენფიკას” მასპინძლობს.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები