კარლსენი ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეა? ახლა წაუგებელი მატჩების რეკორდი დაამყარა – 14 იანვრის დაიჯესტი

1. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია!

2. ჰაცუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინი ბევრს ეცადა, თუმცა დამარცხდა.

3. გოგა ბითაძე: არ მიკვირს NBA-ს კარიერის მოკრძალებულად დაწყება, მე სხვა რამ მაოცებს…

4. ალინა ურუშაძემ ლამაზი პროგრამით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მე-5 ადგილი დაიკავა.

5. ჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა.

6. ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი – 121-ით.

7. მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით…

8. კიკე სეტიენი: გუშინ ძროხებთან ვსეირნობდი, დღეს კი ვარსკვლავებს ვავარჯიშებ.

9. დააბრუნეთ დიქსონი ნაკრებში – ის შერმადინის “იბეროსტარმა” ვერ შეაჩერა.

10. ESPN: “ბარსელონამ”, შესაძლოა, ახალდანიშნული მწვრთნელი ზაფხულში გაუშვას.

11. 840.8 მლნ ევრო – “ბარსელონამ” გასულ სეზონში სარეკორდო შემოსავალი დააფიქსირა.

12. ხანძარმა Australian Open-მდეც მიაღწია – სერბმა გოგონამ თამაში ცუდი ჰაერის გამო ვერ განაგრძო.

13. მოურინიოს “ტოტენჰემმა” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თასის 1/16-ფინალში გავიდა.

14. 29 წლის ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა გუშინ, 14 იანვარს, ნიდერლანდებში გამართულ ტურნირზე მასპინძელ იორდენ ვან ფორესტომთან ფრედ ითამაშა და წაუგებელი მატჩების რიცხი 111-მდე გაზარდა. აქამდე რეკორდი 110 მატჩი იყო, რომელიც რუს სერგეი ტივიაკოვს ეკუთვნოდა. კარლსენი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში, ბლიცსა და რაპიდში, რეიტინგშიც 1-ელ ადგილს იკავებს. თუმცა მისი მისამართით მხოლოდ ერთი შეკითხვა დაისმის: არის კი ნორვეგიელი ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე?

You may have missed