საოცარი ლეჟენი

0
16

„სიტის“ თავიდან გაუჭირდა „შეფილდ იუნაიტედთან.“ საერთოდ, კრის უაილდერის გუნდი არავისთვისაა საჩუქარი. პირველ ტაიმში მასპინძლებს არაფერი დაუთმიათ მრისხანე სტუმრებისთვის. ოსტატურად იცავდნენ თავს. ეგ არის, მანჩეტერელებს ანგარიშის გახსნა მაინც შეეძლოთ, მაგრამ ჟეზუსის პენალტი ჰენდერსონმა მოიგერია.

როგორც ხდება ხოლმე, შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირტესობა უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდა და შეცვლაზე შესულმა აგუერომ დე ბრუინის პასით ანგარიში გახსნა. „სიტის“ მერეც ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, მაგალითად სტერლინგს მართებდა გატანა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა. ახლა „სიტი“ 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს,“ თუმცა ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

“ჩელსი“ – „არსენალის“ მე-200 ლონდონური დერბი ისეთი გამოვიდა, როგორიც ამ მრგვალ, ისტორიულ ციფრს ეკადრება. მაყურებელმა მართლაც დაძაბული და ხალისიანი მატჩი იხილა. მიუხედვად იმისა, რომ სტუმარი „მეთოფეები“ უკვე 26-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ (მსაჯმა უხეშობისთვის დავიდ ლუისი გააძევა), მაინც არ გატყდნენ და მასპნძლებს არაფერი დაუთმეს.

„არისტოკრატები“ ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა იბრძოლეს და ორივეჯერ გაათანაბრეს. ჭაბუკი ბრაზილიელი, გაბრიელ მარტინელი კი „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მეორე ფეხბურთლი გახდა ტიერ ანრის შემდეგ, რომელმაც 18 წლისამ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა პრემიერლიგაში.

გმირობა ჩაიდინა „ნიუკასლმა,“ კერძოდ ფრანგმა ფლორიან ლეჟენმა. უკვე დამატებული წუთები მიმდინარეობდა და „კაჭკაჭები“ 0:2 აგებდნენ „ევერტონთან,“ მაგრამ მოხდა სასწაული ლეჟენმა 102 წამის განმავლობაში ორჯერ აიღო მასპინძელთა კარი და სიხარულისგან ლამის გაგიჟდა. აბა რა იქნებოდა…

ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა „უოტფორდმა.“ ცოტა ხნის წინათ, თითქოს უიმედო აუტსაიდერმა, დამრიგებლად ნაიჯელ პირსონის მისვლის შემდეგ, ზნეც იცვალა და ხასიათიც. ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, გასავარდნ ზონას დაშორდა და ამ საღამოსაც თავიდან იგებდა დინის გოლით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. არადა, მეორე გოლი 95-ე წუთზე გაუშვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 24-ე ტური. 21 იანვარი

ჩელსი – არსენალი 2:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 577

1:0 ჟორჟინიო (28 პენ), 1:1 მარტინელი (63), 2:1 ასპილიკუეტა (85), 2:2 ბელერინი (88)

ჩელსი: კეპა, რიუდიგერი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ემერსონი, კანტე (მაუნტი 69), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 66), ვილიანი (ბატშუაი 79), აბრაჰამი, ჰადსონ-ოდოი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

არსენალი: ლენო, ბელერინი, მუსტაფი, დავიდ ლუისი, საკა, ტორეირა, ჯაკა, პეპე (ჰოლდინგი 81) იოზილი (გენდუზი 55), მარტინელი (უილოკი 90+1), ლაკაზეტი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ემერსონი (21), კრისტენსენი (59); გენდუზი (76)

გაძევება: დავიდ ლუისი (26)

შეფილდი – სიტი 0:1

შეფილდი. „ბრემოლ ლეინი.“ 31 825

0:1 აგუერო (73)

36-ე წუთზე ჟეზუსმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

შეფილდი: ჰენდერსონი, სტივენსი, ო’კონელი, ეგანი, ბეშემი (რობინსონი 78), ბოლდოკი, ფლეკი, ნორვუდი, ბეშიჩი (ლუნდსტრამი 78), შარპი (მუსე 59), მაკბერნი

მწვრთნელი: კრის უაილდერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, ფერნანდინიო, ლაპორტი (გარსია 78), როდრი, ზინჩენკო, დე ბრუინი, მაჰრეზი, სტერლინგი (ბერნარდუ სილვა 90+2), ჟეზუსი (აგუერო 68)

მწვრთნელი: პეპ ტვარდიოლა

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: ბეშიჩი (13), ნორვუდი (24), ფლეკი (43), მაკბერნი (83); ფერნანდინიო (45+2), როდრი (53), აგუერო (83)

ასტონ ვილა – უოტფორდი 2:1

0:1 დინი (38), 1:1 დუგლას ლუისი (68), 2:1 კონსა (90+5)

ბორნმუთი – ბრაიტონი 3:1

1:0 უილსონი (36), 2:0 გროსი (41 საკ. კარში), 3:0 უილსონი (74), 3:1 მუი (82)

ევერტონი – ნიუკასლი 2:2

1:0 კენი (10), 2:0 კალვერტ-ლიუინი (54), 2:1, 2:2 ლეჟენი (94, 95)

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 0:2

0:1 რედმონდი (22), 0:2 არმსტრონგი (48)