ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home სპორტი "ბარსელონა" შიშობს, რომ ობამეიანგში "არსენალი" დიდ თანხას მოსთხოვს

“ბარსელონა” შიშობს, რომ ობამეიანგში “არსენალი” დიდ თანხას მოსთხოვს

ამ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი “ტელეგრაფი” ავრცელებს – “არსენალი” ვარაუდობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბარსელონა” მათი გუნდის თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, “ბარსას” ობამეიანგი ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელად სჭირდება, თუმცა კატალონიური კლუბი შიშობს, რომ ტრანსფერში არარეალურ თანხას, 50 მილიონ ფუნტზე მეტს მოსთხოვენ.

“ტელეგრაფი” აგრეთვე ირწმუნება, რომ “ვალენსიას” ფორვარდი როდრიგო “ბარსელონასთვის” ობამეიანგის მხოლოდ ალტერნატივაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობას “ბარსელონაში” გადასვლა უნდა, ლონდონურ კლუბს კი მისი იჯარით გაშვება არ აწყობს.

30 წლის გაბონელმა ამ სეზონში პრემიერლიგის 22 მატჩში 14 გოლი

(1 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები