19.9 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

შეუჩერებელი გენო – ევროპის ჩემპიონატი რომში საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

- Advertisement -
- Advertisement -

შეუჩერებელი გენო – ევროპის ჩემპიონატი რომში საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ჩვენს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა!

გენომ ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ბრძოლა ისე მოიგო, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნია. ფინალში ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა პოლონელ რობერტ ბარანს მარტივად პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:0 აჯობა. ფინალამდე პეტრიაშვილმა ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (11:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ალექსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა. აქვე ვთქვათ, რომ გენო ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

61 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ძალზე დასანანი მარცხი განიცადა რუს ალექსანდრ ბოგომოევთან – 2:3. თავიდან რუსი უპირატესობას ფლობდა და 3:0 დაწინაურდა, ხოლო შემდეგ ლომთაძემ იაქტიურა, ორი ქულაც მოიპოვა და ბოლოს შეტევაზე მწვავედ გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ეყო და მარცხი განიცადა. ბექამ ფინალამდე რუმინელი ნიკოლა ოხლოპკო (10:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი (10:0) და აზერბაიჯენლი ინტიგამ ვალიზადა (2:1) დაამარცხა.

74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა რომში თავდაპირველად სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 9:2 დაამარცხა, შემდეგ კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან თავად დამარცხდა 2:9 და ვინაიდან რუსი ფინალში გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა. დამამშვიდებელ წრეში ავთანდილმა ესპანელ ჯონათან ალვარეს დიასს 10:0 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენებური ბულგარელ მიროსლავ კიროვს გაეჯიბრა და უპირატესობას თავიდანვე დაუეფლა და საბოლოოდ აშკარა უპირატესობით 8:0 მოიგო.

92 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ირაკლი მწითური, რომელმაც გუშინ კოსოვოელი ედონ შალა 12:0 და მოლდოველი გეორგი რუბაევი 7:5 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ სულეიმან კარადენიზთან 1:6 წააგო. შესაბამისად, დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვთან ორი გაფრთხილებით 0:2 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ 97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ელიზბარ ოდიკაძე დაეუფლა. შედეგად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველო გუნდურ ჩათვლაში 95 ქულით რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

ცნობისთვის, თავისუფლებამდე, რომში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ და საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით (ორი ვერცხლი, ორი ბრინჯაო) გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news