20.1 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

ლეკვი, რომელსაც არ ესმის და ვერ ხედავს, ბავშვებს განსხვავებულობასთან შეგუებაში ეხმარება

- Advertisement -
- Advertisement -

გაგაცნობთ ლეკვს, რომელსაც თავისი ვარდისფერი შეფერილობის გამო გოჭუნას ეძახიან და რომელიც თავისი მაგალითით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

მართალია, გოჭუნას არც მხედველობა აქვს და არც სმენა, თუმცა, საკუთარ მოსიყვარულე პატრონთან ერთად ახლა ნამდვილი პრინცივით ცხოვრობს — ლეკვი ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ თავშესაფარში დაიბადა.

ჩიუაუასა და ტაქსას ნაჯვარი თავშესაფრიდან მელისა შეპარომ შეიფარა და ვეტერინართან ერთად ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირად გამოწვევად მიიღო.

შეპარო არასდროს გეგმავდა სახლში ცხოველი ჰყოლოდა, თუმცა, როგორც ამბობს, ახლა გოჭუნას გარეშე ცხოვრება მისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია.

“ეს ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რადგან იმის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ ლეკვის მოვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ, ის ისეთი საყვარელია, რომ მასზე უარს ვერასდრს ვიტყოდი”, — ამბობს პატრონი.

გოჭუნას შესახებ მოგვიანებით ყველამ შეიტყო და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლეკვად იქცა, რომელსაც ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

პატრონი იმასაც ამბობს, რომ როდესაც ლეკვი შეიფარა, გადაწყვიტა მას დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა და სხვებისთვისაც მისაბაძი გამხდარიყო. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.

იღბლიანი ლეკვის ისტორია მასაჩუსეტსის საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელმა საკუთარ მოსწავლეებს გაუზიარა, რათა განსხვავებულობის გამო ცხოვრებაზე ხელი არ ჩაექნიათ და ამისთვის შთაგონების წყაროც ჰყოლოდათ.

ახლა კი სპეციალური პროგრამაც კი არსებობს, რომელიც ბავშვებს გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი უნარები და არ ინერვიულონ იმაზე, რაც არ გამოსდით.

პროგრამა, რომელიც ონლაინ სწავლებასაც მოიცავს, სრულიად უსასყიდლოდ, წარმატებით გავრცელდა აშშ-ს რამდენიმე შტატში, ავსტრალიასა და იაპონიაში.

“ადამიანებს ეშინიათ ცხოველების აყვანის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ სათანადოდ მოვლას ვერ შეძლებენ. თუმცა, ისინი ასევე ხედავენ გოჭუნას გვერდს ინსტაგრამზე და შთაგონებულები მწერენ, რომ ცხოველზე ზრუნვა გადაწყვიტეს”, — იხსენებს შეპარო.

თანხას, რომელსაც ქალი რეკლამებით სოცილურ მედიაში აგროვებს კი მთლიანად ცხოველთა თავშესაფარს აძლევს. ვარდისფერმა ლეკვმა უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა, 30 ათასი დოლარი გამოიმუშავა და ბევრი უპატრონო ცხოველის სიცოცხლეც იხსნა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news