10 მიზეზი, რატომაც მანჩქინის კატა ამ სამყაროსთვის ზედმეტად შეუფერებელია

0
31

ძაღლი, კატა, თუთიყუში — ბევრ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს აქ ჩამოთვლილი შინაური ცხოველები და მათ ოჯახის სრულუფლებიან წევრებადაც კი ვთვლით ხოლმე.

თუმცა, სხვა დანარჩენთან ერთად არსებობენ გამორჩეულად პატარა თათების მქონე მანჩქინის კატები, რომლებიც იმდენად საყვარლები არიან, რომ რთულია დანამდვილებით ვთქვათ, შეეფერებიან თუ არა ისინი სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

და აი, რატო:

1. მანჩქინის კატები იმ ყველაზე საყვარელ არსებას ჰგვანან, რომელიც ოდესმე სიზმარში გვინახავს

ფოტო: bilbothemunchkin / Via instagram.com

და აი, ვიღვიძებთ და ვიგებთ, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ.

2. ფუმფულა არსებების ყველაზე ფუმფულა ვარიანტები არიან

ფოტო: tiffany_10526 / Via instagram.com

3. ფეხები სხვა კატებზე პატარა აქვთ, ხოლო თავი და სხეულის დანარჩენი ნაწილი, იმავე ზომის

ფოტო: mypets

4. სულ ერთი ციცქნა კი არიან, მაგრამ ყველაზე ცნობისმოყვარე და ცელქი კატები არიან

ფოტო: zigzagzipperzombie / Via imgur.com

5. საყურადღებო ფაქტი: პატარა ფეხების მიუხედავად ძალიან სწრაფად დარბიან

ფოტო: munchkin_minnie / Via instagram.com

6. უფრო ქრცვინების კატურ ვერსიას ჰგვანან

ფოტო: Devsector / Via reddit.com

7. განსხვავებული მოლოდინის მიუხედავად ხეებზე, ფარდებზე და კედლებზეც არაჩვეულებრივად დაცოცავენ

ფოტო: russian.munchkin / Via instagram.com

8. თუმცა, ყველაზე კარგად ჩვენი გულების დაპყრობა გამოსდით

ფოტო: Tolkienfan57 / Via imgur.com

9. დაღლილი მანჩქინის კატა შინაური ცხოველის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს

ფოტო: antsreptiles / Via instagram.com

არ იდარდოთ, საკმარისია, კარგად დასვენების საშუალება მივცეთ და ჩვენს გახალისებაზე ისევ იზრუნებენ.

10. ჩვენი სიყვარული მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ფოტო: nailshortycat / Via instagram.com

ნუ, ძაღლების სიყვარული დიდად არ ადარდებთ. ეს ცუგა კადრში შემთხვევით მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ კატების ეს ჯიში თავისი პაწაწინა ფეხებით გამოირჩევა, რომელიც გენეტიკური მუტაციის შედეგია.

1995 წელს კი მიუხედავად ბევრი კრიტიკოსის საწინააღმდეგო აზრისა, კატების საერთაშორისო ასოციაციამ მანჩქინი ერთ-ერთ ჯიშად აღიარა.

სახელწოდება მანჩქინი ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის რომანიდან ოზის საოცარი ჯადოქარი მომდინარეობს.