18.1 C
London
ოთხშაბათი, ივნისი 3, 2020

რა სიტუაციებში ღირს ინტუიციის ნდობა

- Advertisement -
- Advertisement -

ისეთ სიტუაციებში, როცა გამოცდას ვაბარებთ ან სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო კანდიდატურის შერჩევას ვცდილობთ, ხშირად ინტუიციაზე დაყრდნობით ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ღირს ამ ინსტიქტზე აყოლა, თუ სკეპტიციზმის გამოჩენა უფრო გონივრულია?

როცა კითხვაზე პასუხი წამიერად ჩნდება თავში, ამ მოვლენას ნობელის პრემიის ლაურეატი, ქცევითი ეკონომიკის სპეციალისტი, დანიელ კანემანი სისტემა 1-ს ან სწრაფ ფიქრს უწოდებს. ამის საპირისპიროდ, შედარებით ნელი და განსჯაზე დაფუძნებული სისტემა 2 ტიპის ფიქრისას ჩვენ დასკვნის გამოტანამდე გაცნობიერებულად განვიხილავთ შესაძლო ვარიანტებს.

ინტუიციას, ზოგადად, ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან ითვლება, რომ ის არავითარ ფაქტობრივ ან რაციონალურ ცოდნას არ ეფუძნება. გაცილებით ლოგიკური ჩანს, რომ სწორ პასუხამდე ყველა შესაძლო ვარიანტის სიფრთხილით აწონ-დაწონვა მიგვიყვანს. თუმცა ასე ყოველთვის სულაც არ ხდება. ჩვენი წინათგრძნობა ყოველთვის უსაფუძვლო არაა. ეს გრძნობა, შეიძლება, სიტუაციის სწრაფად შეფასების უნარს ეყრდნობოდეს. ჩვენ ამას ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ტვინი გამუდმებით ადარებს ჩვენს აწმყოსეულ სიტუაციას წარსული სიტუაციების მოგონებებს. ასე რომ, როცა გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, ინტუიციურია, სინამდვილეში, ის წლობით დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება ხოლმე.

ზოგიერთი გადაწყვეტილება სწრაფ ფიქრს მოითხოვს. ეს განსაკუთრებით მაშინაა გამოსადეგი უნარი, როცა დასკვნის გამოტანამდე ყველა შესაძლო ვარიანტის გაანალიზების დრო არ გვაქვს.

ფოტო: Getty

სწრაფი ფიქრის მინუსი ისაა, რომ ჩვენ ათობით ისეთი კოგნიტური მიკერძოების გავლენის ქვეშ ვართ, რომლებსაც შეუძლიათ, არასწორი პასუხი აგვარჩევინონ. მაგალითად, ადამიანებს ზედმეტი ოპტიმიზმი გვახასიათებს; ჩვენ მარტივი გამოსავალი უფრო გვხიბლავს; ისეთ ინფორმაციას ვამჩნევთ და ვიმახსოვრებთ, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ემთხვევა; და იმ გზაზე სიარულის გაგრძელება გვირჩევნია, რომელშიც უკვე დრო და ფული დავაბანდეთ.

მაგალითად ავიღოთ სამსახურში ასაყვანად ჩატარებული ინტერვიუები. იმის მიუხედავად, რომ კომპანიების უმრავლესობა კვლავ ამ მეთოდს იყენებს, მრავალი მონაცემით დასტურდება, რომ სტანდარტული ინტერვიუ საუკეთესო კანდიდატურის შერჩევის ეფექტიანი გზა სულაც არაა. ასეთ დროს ძალიან ბევრი კოგნიტური მიკერძოება ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვწონს და “ვგრძნობთ”, რომ კარგად მოერგებიან პოზიციას, ხშირად ისინი არიან, ვინც ყველაზე მეტად გვგვანან ჩვენ და არა ისინი – ვინც ყველაზე კარგად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა სწრაფი ფიქრი სარგებლის მომტანი და ლოგიკურიც კია.

ზოგ ადამიანს უკეთ გამოსდის ინტუიციური განსჯა, ზოგს კი – უარესად. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი ინტუიციის სიზუსტის შეფასება არც ისე კარგად გამოგვდის – თუ ფიქრობ, რომ კარგ ინტუიციას ფლობ, ეს, შეიძლება, სიმართლე სულაც არ იყოს.

ტესტების წერისას სტუდენტები ერთობ კარგად აფასებენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ სწორი პასუხი აირჩიეს.

ფოტო: Getty

ასე რომ, როცა ინტუიცია კონკრეტული გზის არჩევას გთავაზობს, ღირს, სიტუაცია ცივი გონებით შეაფასო. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მსგავსი ტიპის შეკითხვებს დაუსვამ: რამდენად ხარ მოქცეული კოგნიტური მიკერძოების გავლენის ქვეშ? რა არგუმენტები არსებობს საპირისპირო არჩევნის გასამყარებლად? ამ სფეროში რაიმე გამოცდილებას ფლობ? გადაწყვეტილებას სწრაფად იმიტომ ხომ არ იღებ, რომ ამ პროცესის თავიდან მოშორება გსურს? გაქვს იმის ფუფუნება, რომ დაიცადო და ნახო, როგორ განვითარდება მოვლენები?

არსებობს ფენომენი, რომელსაც პირველადი ინსტიქტის ცდომილება ჰქვია. ესაა იმის რწმენა, რომ ინსტიქტური პასუხი, როგორც წესი, სწორი არის ხოლმე. ამ ლოგიკის თანახმად, მაგალითად ტესტის წერისას, ის პასუხი უნდა აირჩიო, რომელიც პირველად მოგივიდა თავში და მოგვიანებით აზრი არ უნდა შეიცვალო. მაგრამ რამდენადაა ეს სწორი ტაქტიკა? პენსილვანიის ოლბრაიტის კოლეჯის ფსიქოლოგებმა სტუდენტების მიერ ტესტებში არჩეული პასუხები იმის მიხედვით გააანალიზეს, თუ რამდენად თავდაჯერებულები იყვნენ ეს სტუდენტები თავდაპირველი ინტუიციით გაცემული პასუხების სისწორეში და რა ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ იმ შემთხვევებში, როცა პასუხებს მიუბრუნდნენ და აზრი შეიცვალეს.

კარგი ამბავი ისაა, რომ სტუდენტები ერთობ ზუსტად აფასებდნენ თავიანთ დაურწმუნებლობას პასუხის არჩევისას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა მათ პასუხი შეცვალეს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ როცა ყველაზე ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულები პასუხის სისწორეში, მაგრამ მაინც არ შეცვალეს ის, ნახევარზე მეტ შემთხვევაში ეს არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ასე რომ, მთავარია, არა თავდაპირველი ინსტიქტის დაჯერება, არამედ – იმ ინსტიქტისა, რომელიც გკარნახობს, რამდენად დარწმუნებული ხარ არჩეული ვერსიის სისწორეში.

როცა სტუდენტებს ასწავლეს, თითოეული პასუხისადმი თავიანთი დარწმუნებულობის დონე შეეფასებინათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცვალათ პასუხი, თუ ეს დონე დაბალი აღმოჩნდებოდა, მათი შედეგები გაუმჯობესდა.

როგორც ჩანს, ზოგჯერ მართლაც გამართლებულია გადაწყვეტილებების მიღებისას წინათგრძნობაზე დაყრდნობა – ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა შენი ინსტიქტი გეუბნება, რომ გაკეთებულ არჩევანში თავდაჯერებული შეგიძლია იყო.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news