16 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

10 კარგი ამბავი, რომელიც ამ კვირას შეგიჯამებთ

- Advertisement -
- Advertisement -

ეს კვირა უმეტესად საეკლესიო დრამებს და And Then We Danced-ის ჩაშლის დეტალიზებულ სქემებს დაეთმო. იმის გამო, რომ სამუშაო კვირა ისედაც სავსეა სტრესით, გადავწყვიტეთ კვირის ბოლოს 10 კარგი ამბავი გაგაცნოთ ხოლმე. იმედი გვაქვს, სტატიების ეს სერია განტვირთვაში დაგეხმარებათ.

აი, ისინიც:

[embedded content]

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფილმ Now is Everything-ის ტრეილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

ფილმი მოდის ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაკარგულ შეყვარებულს ეძებს. სწორედ ამ მთავარ როლს ასრულებს ქართველი მსახიობი.

ფოტო: PA

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარს ამბობს. ეს ინფორმაცია ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა დაადასტურა და დაამატა, რომ ახალი ტანსაცმლის შეკერვის აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებენ.

თუმცა, დედოფალი გააგრძელებს იმ ბეწვის პროდუქციის მომხმარებას, რომელიც ცერემონიალური მიზნებისთვის შეიქმნა — ქუდები და მანტიები.

ბეწვის მოხმარების გამო დედოფალი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური პროტესტის ფონზე ფილმ And Then We Danced-ის წარმატებების სერია გრძელდება. ამჯერად მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტი გახდა.

საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ტიტულის მისაღებად ის ისეთ მსახიობებთან ერთად იბრძოლებს, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, ჯინ დუარდინი და სხვები.

ფოტო: Taylor Hill / Getty Images

55 წლის მსახიობმა, კიანუ რივზმა პირადი ცხოვრების ირგვლივ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღო და საჯაროდ გამოჩნდა თავის პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად.

ალექსანდრა გრანტი ხელოვანია, რომელიც ერთდროულადაა დაინტერესებული ხატვით, ფოტოგრაფიითა და კინოთი. კიანუ რივზს მასთან საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს: გრანტმა გააფორმა რივზის ორი წიგნი თავისი ილუსტრაციებით – Ode to Happiness და Shadows, რომლებიც მსახიობმა 2011 და 2016 წლებში გამოაქვეყნა.

“გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი სახედარის (ჩოჩორი) აუქციონის ფორმით რეალიზაციას”, — ეწერა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქზე.

აუქციონის საიტზე ფასის ისტორიაში კი 161 ბიჯია დადებული. საწყისი ფასი 70 ლარი იყო. საბოლოოდ ჩოჩორი 633,5 ლარად გაიყიდა.

ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ფიბი უოლერ-ბრიჯი პირველად დაამშვენებს ამერიკული ვოგის ყდას.

ჟურნალის ფოტოსესიაში წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს შთამბეჭდავი სურათები ახალგაზრდა ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა, ეთან ჯეიმს გრინმა გადაუღო. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ კოსტიუმი უოლერ-ბრიჯმა ესპანური მოდის სახლის, ბალენსიაგას უახლესი კოლექციიდან აირჩია.

ეს სწორედ ის კოლექციაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ კედელზე გააზიარა და იკითხა: “რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????”

ფოტო: reddit

აფრიკაში უკონტროლო ნადირობის გამო ჩრდილოეთის მარტორქა დღეს გადაშენების პირასაა.

ამ სახეობის უკანასკნელი მამრი ინდივიდი გასულ წელს, კენიაში, 48 წლის ასაკში მოკვდა, რომელსაც ევთანაზიამდე გენეტიკური მასალა აუღეს — ამ დრომდე ცოცხალია მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი.

სწორედ ამ უკანასკნელი მარტორქების დასაცავად იძიენებს ეს რეინჯერი ყოველ ღამე ღია ცის ქვეშ.

ფოტო: mymodernmet

დენტისტმა ფილიპ როსიმ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისათვის ლამაზი ღიმილი ეჩუქებინა.

კაცმა თითქმის 1 500 უფასო სტომატოლოგიური პროცედურა ჩაატარა — ფესვების მკურნალობა, გაწმენდა და დაზიანებული კბილების დაბჟენა.

კარგი ისაა, რომ 38 წლის ფილიპი ამ კეთილ საქმეს მარტო არაა შეჭიდებული. მსოფლიოს გარშემო ის მოხალისეებთან ერთად მოგზაურობს და ყველაზე ღარიბ დასახლებებს სტუმრობს.

ფოტო: Australian Dingo Foundation

რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიაში უსახლკარო ლეკვი იპოვეს, რომლის დნმ-ის პასუხები ახლახან გახდა ცნობილი: როგორც აღმოჩნდა, საქმე გადაშენების პირას მყოფ გარეულ ძაღლთან, დინგოსთან გვაქვს.

ამ სიახლემ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან ავსტრალიური ალპური დინგოები ველურ ბუნებაში თითქმის აღარ გვხვდებიან.

ფოტო: AFP

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სპეციალური ღუმელი და შოკოლადის ორცხობილების ცხობისთვის საჭირო ინგრედიენტები გაგზავნეს.

ორბიტაზე ასტრონავტები გამოცდიან, თუ რა გავლენას ახდენს ორცხობილებზე უწონადობა. ეს კოსმოსში ცხობის პირველი შემთხვევა იქნება.

ორცხობილის ცომი Hilton-ის სასტუმროების ქსელმა, DoubleTree-მ მოამზადა. მათი მიზანია, რომ კოსმოსში გრძელვადიანი მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news