ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home სხვადასხვა კვირის პალიტრა - ულმი - ყველაზე მაღალი ტაძარი მსოფლიოში

კვირის პალიტრა – ულმი – ყველაზე მაღალი ტაძარი მსოფლიოში

უკვე წლებია, გერმანიის ქალაქ ულმში მდებარე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტაძარს უჩვეულო საფრთხე ემუქრება.

აქაური ტრადიციული ფესტივალების მიმდინარეობისას ათასობით ადამიანი, ლუდისა და ალკოჰოლის უზომო რაოდენობით მიღების შემდეგ, სამწუხაროდ, ბუნებრივ მოთხოვნილებას მის კედლებთანაც იკმაყოფილებს… ტაძარი ძირითადად აგურისგან არის აგებული, თუმცა კოშკები და დეკორატიული ელემენტების ნაწილი ქვიშაქვისაა, რომელსაც ჭარბი მარილები განუწყვეტლივ შლის. ჯერჯერობით მდგომარეობას არ შველის ვერც დიდი რაოდენობით ბიოტუალეტები, ვერც პოლიცია და დიდი ჯარიმები… არადა, 1944 წელს, როცა მოკავშირეთა ავიაციამ მასობრივი დაბომბვისას ქალაქი ულმი ლამის მიწასთან გაასწორა, ტაძარი თითქმის უვნებლად გადარჩა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ქალაქ ულმის 161,5 მეტრი სიმაღლის ლუთერანული ეკლესია ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარეობს. სიდიდის გამო მას ტაძარს უწოდებენ, თუმცა ეპისკოპოსის რეზიდენცია აქ არასოდეს ყოფილა. 143 მეტრის სიმაღლეზე შპილის სამზერია, საიდანაც უვრცესი პანორამა იშლება. იქ მისაღწევად დამთვალიერებლებმა 768-საფეხურიანი სპირალური კიბე უნდა აიარონ, სადაც ბევრგან მხოლოდ ერთი ადამიანი გაეტევა.

პირველი ეკლესია ულმში ქალაქის გალავანს გარეთ აიგო და ის კარლოს დიდის დროიდან რაიხენაუს ბენედიქტელთა მონასტერს ემორჩილებოდა, ქალაქელებს კი სურდათ, დამოუკიდებელი ეკლესია გალავანს შიგნით ჰქონოდათ. 10 ათასამდე ულმელი მოქალაქის ფულადი სახსრებით 1387 წელს ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1392 წლიდან მთავარ არქიტექტორად დაინიშნა ულრიხ ენსინგენი – ე.წ. მაღალი გოტიკური სტილის ერთ-ერთი შემქმნელი და სტრასბურის ბრწყინვალე ტაძრის მთავარი შემოქმედი. ზომებიდან გამომდინარე, მშენებლობა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა – 1405 წლისთვის მშენებარე ტაძარი უკვე აკურთხეს.

ულრიხ ენსინგენის გარდაცვალების შემდეგ (1446 წ.), იგი მისმა ვაჟმა მათეუსმა შეცვალა, რომელმაც დაასრულა ქოროსა და ჩრდილოეთ ნავის გუმბათები. მათეუსის გარდაცვალების შემდეგაც (1463 წ.) მშენებლობა მისმა ვაჟმა მორტიზმა განაგრძო, რომელიც გარდაცვალებამდე (1471 წ.) ასევე ულრიხის პროექტებით მუშაობდა.

1477 წლიდან ტაძრის აგება ახალმა მშენებლებმა განაგრძეს, თუმცა მათ მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ნაგებობას თანდათან სტრუქტურული საფრთხე წარმოექმნა, რის გამოც 1543 წელს მშენებლობა რამდენიმე საუკუნით შეწყდა. ამ დროისთვის ულმის კოშკების სიმაღლე მხოლოდ 100 მეტრი იყო. მშენებლობა მხოლოდ 1844 წელს გაგრძელდა და 1890 წელს დასრულდა.

რეფორმაციის პერიოდში ულმში 1531 წელს რეფერენდუმი მოეწყო, რომლის საფუძველზე ტაძარი ბადენ-ვიურტემბერგის სამოციქულო ლუთერანულ ეკლესიას გადაეცა. რეფორმაციის ხატმებრძოლებმა დაამსხვრიეს პირველი საკურთხეველი. მის ნაცვლად XVI საუკუნეში შექმნილი საკურთხეველი წარმოადგენს ტრიპტიქს, რომელზეც წმინდა ოჯახი და საიდუმლო სერობაა გამოსახული. ხატმებრძოლებმა ასევე დაამსხვრიეს მთავარი ორგანიც. მის სანაცვლოდ XVI საუკუნის ბოლოს დადგმული საკრავი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში, მასზე 1763 წელს უკრავდა მოცარტი.

1877 წელს ულმის სინაგოგის მრევლმა, რომელთა შორის იყო ალბერტ აინშტაინის მამა, ტაძარს იერემია წინასწარმეტყველის ქანდაკება შესწირა, რომელიც ორგანის ქვეშ დაიდგა. თანამედროვე პერიოდში დაიდგა ექსპრესიონისტ ერნსტ ბარლახის ქანდაკება “გლახა” და ტაძარს დაემატა გარგულიები.

მომზადებულია history.com-ის მიხედვით

მასალის გამოყენების პირობები

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები