და აი ისიც — პატარა იოდას სათამაშოს შეკვეთა უკვე შეგიძლიათ

0
15

შესაძლოა, ვარსკვლავური ომების გულშემატკივარი არ ხართ და არც ახალი სერიალი The Mandalorian გინახავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ინტერნეტში აუცილებლად გადააწყდებოდით პატარა იოდას ფოტოებს, ვიეოებსა თუ გიფებს, რაც კიდევ ათასობით მიმის ინსპირაცია გახდა.

ფოტო: Disney+

პატარა იოდას ეკრანებზე გამოჩენისთანავე ფანებმა მოუთმენლად დაიწყეს ლოდინი, რომ პატარა იოდას სათამაშოები გამოჩენილიყო მაღაზიების დახლებზე, რათა ყველას შესძლებოდა სახლში ჰყოლოდა თავისი იოდა და როცა გაუხარდებოდა, მაშინ ჩახუტებოდა მას.

დისნეიმ, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გვალოდინა და უკვე შემოგვთავზა იოდას ფუმფულა და უსაყვარლესი სათამაშოს მოდელი, რომლის შეკვეთაც უკვე ონლაინ შეგიძლიათ.

სათამაშო $24.99 ღირს, თუმცა გაცილებით დაბალფასიანი მოდელის შეძენაცაა შესაძლებელი: Funko-ს უსაყვარლესი ფიგურა პატარა იოდას გამოსახულებით.

თუმცა, ცუდი ამბავი ისაა, რომ მართალია ამ სათამაშოების ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია, მაგრამ 2020 წლამდე მათი მოწოდება ვერ მოხერხდება. როგორც ჩანს, დისნეიმ წინასწარ იცის, რომ პატარა იოდას მილიონობით სათამაშოს დამზადება მოუწევს, რომელიც იდეალურად საყვარელი უნდა იყოს, ამისთვის წინასწარ სათანადოდ ემზადება.