ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home სხვადასხვა ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედის ნაცვლად ახალი აჩუქეს

ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედის ნაცვლად ახალი აჩუქეს

ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ახალი აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისი თქმით, კემპბელმა საჩუქრად არამხოლოდ ახალი ველოსიპედი, არამედ სასტუმროსა და ჰოსტელში ორღამიანი ვაუჩერიც მიიღო.

როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. მან 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გაიარა და ველოსიპედი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოპარეს. ინფორმაცია თავად კემპბელმა ფეისბუქის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში გაავრცელა.

“აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გამოვიარე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა. მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ, გამაგებინოთ. გმადლობთ,” — წერს როუან კემპბელი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოგზაურმა მათ უკვე მიმართა და უწყება ინტენსიურად მუშაობს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები